ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს შეხვდნენ.
შეხვედრა ომარ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ხელვაჩაურის გუნდთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის, წყალტუბოს, სამტრედიის, გორისა და ქუთაისის წარმომადგენელი გუნდები.
მხარეებმა ისაუბრეს სპორტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე ხაზი გაუსვეს მსგავსი სპორტული ღონისძიებების როლს მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში.
სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი დასკვნით ეტაპზეა და ხვალ ფინალური შეხვედრებით დასრულდება, რის შემდეგაც გაიმართება გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების დაჯილდოების ცერემონია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურნირის ყველა მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.
















