ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მუნიციპალიტეტში მოქმედი ხელოვნებისა და მუსიკალური სკოლების თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ საანგარიშო კონცერტს დაესწრო.
საკონცერტო პროგრამით 2025-2026 სასწავლო წლის საქმიანობა შეჯამდა, ღონისძიებაზე ხელოვნებისა და მუსიკალური სკოლების აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარუდგინეს. კონცერტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობები, პედაგოგების პროფესიონალიზმი და მუნიციპალიტეტში სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობა.
ღონისძიების დასასრულს ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტში მოქმედი სამი მუსიკალური სკოლის დირექტორს სიგელები გადაეცათ 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომის, სახელოვნებო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.





























