ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალური მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, მოსახლეობის საჭიროებები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევები. ასევე ისაუბრეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების „ხელვაჩაურის დღეების“ სამზადისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ყურადღება გამახვილდა კულტურული, სპორტული და გასართობი პროგრამების დაგეგმვაზე, რადგან „ხელვაჩაურის დღეები“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციისა და ადგილობრივი ტრადიციების წარმოჩენისთვის.
მერმა ღონისძიების მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დავალებები გასცა და სამსახურებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.
















