ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში და პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოფელ სამებაში უკვე დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ორი 300 ტონიანი მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების შესრულება.
წყალმომარაგების სისტემის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტების სრულად დასრულების შემდეგ, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების 1000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს, ისარგებლოს უწყვეტი წყალმომარაგების სისტემით.



