ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.

ექსპედიციის მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად გაეცნო.

ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორცილედება. პროექტში ჩართული არიან საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და გერმანიის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, ექპედიციის მონაწილე არქეოლოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა. ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში მოხდა ციხე-სიმაგრის შიდა სივრცის შესწავლა. აღმოჩენილი იქნა წყლის რეზერვუარისა და მოკირწყლული იატაკის ნაშთები. გაიწმინდა გასულ წლებში აღმოჩენილი რვა ერთეული ქვევრიც, რომელთა მიმდებარედ მიკვლეულ იქნა კიდევ ოთხი. ასევე, ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მაჭახლის პირას, აღმოჩნდა შუა საუკუნეების თაღიანი ხიდის მარცხენა ბურჯის ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოები 25 ივლისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებას, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე, არქეოლოგები, ინსტიტუტისა და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content