ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური და კულტურული პროექტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების შეფასებას, მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიულ რეაგირებასა და მუნიციპალური სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს მერმა სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა.











