ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალური მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, მოსახლეობის საჭიროებები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მოახლოებულ სახალხო ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ყურადღება გამახვილდა კულტურული, სპორტული და გასართობი პროგრამების დაგეგმვაზე და სხვა საკითხებზე.
მერმა ღონისძიების მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დავალებები გასცა და სამსახურებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.




















