დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადგენილებისა და განკარგულების პროექტებს მხარი დაუჭირეს.
მათ შორის, დამტკიცდა:
დადგენილების პროექტი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.
განკარგულების პროექტი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის — მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
განკარგულების პროექტი — “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.














