ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ქვედა ჯოჭოში შენდება 200 და 400 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარები. პარალელურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა.
სოფელ კირნათსა და კობალეთში 20 და 100 მ³ მოცულობის სეპტიკური ავზების მშენებლობა ხორციელდება. ამ ეტაპზე ობიექტებზე არმირების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში თანამედროვე, მდგრადი და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება.







