ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ განთიადში, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის გზის მოწესრიგება, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გაბიონისა და სანიაღვრე არხების მოწყობას, ასევე არმირებული ბეტონის საფარის დაგებას.
მერთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.


















