ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

თხილის წარმოებას აჭარის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ადგილობრივი საწარმოების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფერმერებისთვის ქმნის ნედლეულის რეალიზაციის სტაბილურ შესაძლებლობას, და ხელს უწყობს ადგილზე დამატებული ღირებულების შექმნას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შპს „აჭარა თხილის“ საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან შეუფერხებლად იღებს. საწარმო სეზონის განმავლობაში 300 ტონამდე ნედლეულის გადამუშავებას შეძლებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის ქვეყნებში. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

თხილის საწარმოში ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content