ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65 წარჩინებული მოსწავლე პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა.
წარმატებული მოსწავლეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დავაჯილდოვეთ.
წარმატებული მოსწავლეები, ასევე დააჯილდოვა ღონისძიების საპატიო სტუმარმა, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ.
პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის მოსწავლეთა სტიპენდიის პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების წახალისება და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებაა. პროგრამით მოსარგებლე დამამათავრებელი კლასის მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და წელს 65 სტიპენდიანტი მოსწავლე დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონიას, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები,აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
#მოსწავლეებიხელვაჩაურიდან
#მომავალითაობა














































