ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო 20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობას და მოახლოებული სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ სამზადისს. მისი საორგანიზაციო საკითხების, კულტურული, სპორტული და გასართობი პროგრამების, დაგეგმვას და სხვა საკითხებს.
მერმა შესაბამის სამსახურებს ღონისძიებების მაღალ ორგანიზებულად განხორციელების უზრუნველსაყოფად კონკრეტული დავალებები მისცა და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.





















