ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ჭარნალში, კივის ბაღი დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ჭარნალში, კივის ბაღი დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, სოფელ ჭარნალში, მერაბ ცეცხლაძის კივის ბაღი დაათვალიერა და კივის მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

მერთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხელვაჩაურის დელეგატი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, მერიისა და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები.

ფერმერს კივის ბაღი 6 000 კვ. მ ფართობზე აქვს გაშენებული. მიმდინარე წელს აღნიშნული ნაკვეთიდან დაახლოებით 10 ტონამდე მოსავალს ელოდება. მოწეულ პროდუქციას აწვდის როგორც სუპერმარკეტების ქსელს, ასევე ადგილობრივ ბაზარს.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content