ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოების დათვალიერებისას, მერი, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები.
სოფელ ზანაქიძეებში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია დამცავი ხელოვნური ნაგებობა და მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლებიც გზიდან ზედაპირული წყლების გადინებას უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
პარალელურად, ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა 1,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთზეც ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ მიაწოდა. სამუშაოებს ასევე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content