ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, მერიის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, პრიორიტეტული მიმართულებები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების შეფასებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიულ რეაგირებას.














