ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ მერისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ხათუნა დიასამიძემ, მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინა.





















