ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, თავმჯდომარის მოადგილე არჩილ მხეიძესთან, ასევე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვია ორთაბათუმისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულებს და შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრებზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. ადგილობრივების მოსაზრებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამის ფარგლებში, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც თემის საჭიროებებზე მორგებული განვითარებაა.