ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდამჭერი ” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები წარმატებით დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდამჭერი ” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები წარმატებით დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდამჭერი ” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები წარმატებით დასრულდა.
შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, 64- ვე სოფელში.
პროგრამის საერთო ბიუჯეტი 968 000 ლარია, რაც მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე გადანაწილდება მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესაბამისად.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას, რათა ადგილობრივი საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინდეს.
შეხვედრები ჩატარდა 2025 წლის 15 აპრილიდან, 17 აპრილის ჩათვლით, მათში აქტიურად მონაწილეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს გამოჩენილი ინტერესისა და ჩართულობისთვის.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას ადგილობრივი განვითარების პროცესში და ემსახურება მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და უკეთესი მომავალის ერთობლივ ხედვას.