ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
➡️დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად კაპრეშუმის სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა.
➡️ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მოწყობის შიდა სამუშაოები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და 90 ოჯახს სრულიად გარემონტებული საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
➡️ასევე, ხელვაჩაურის მერმა სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლებთან დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.









