ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსს, შოთა ყიფიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ხელვაჩაურში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური სერვისების გაუმჯობესების, სხვადასხვა პროგრამების შემუშავების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ გურიის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური, შოთა მახარაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული დეპარტამენტის, გურიისა და აჭარის სამმართველოს უფროსი გელა ბაქანიძე ესწრებოდნენ.





