ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძემ, დღეს სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი პირადად დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის შენობის კარკასული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე კომპლექსის გარე სივრცის კეთილმოწყობა, შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანიც.
სოციალური სახლი გათვლილია 121 ოჯახზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ თითოეული მათგანი მიიღებს სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ფართს.
მერმა სოციალური სახლის მიმდებარედ, ასევე დაათვალიერა ახლახან დასრულებული ნაპირსამაგრი კედელი.
მერთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერის მოადგილეებმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content