ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 30 აპრილს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 – საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარფში, სარფის ცენტრში მდებარე კომერციულ ფართებზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი


