ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ახალშენში სრული რეაბილიტაცია უტარდება კულტურის ცენტრს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც შენობის ფასადის, ასევე შიდა სივრცის სრულად განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მათი დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.
მერმა ასევე დაათვალიერა სოფელ ფერიაში მახაჭაძეების მიმართულებით დასრულებული შიდა სასოფლო გზა და სოფელ სამებაში ფერდსამაგრი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას.
მიმდინარე პროექტები, მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.







