ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგაზრდობის ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგაზრდობის ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ახალგაზრდობის ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე პროგრამების გაცნობა, ასევე ახალგაზრდებისგან ინიციატივების მოსმენა და მათ საჭიროებებზე რეაგირება.
მერმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და საგანმანათლებლო მიმართულებით ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სარგებლობენ, მათ შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩართულობაზე.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები, იდეები და საჭიროებები თავისუფლად გამოეხატათ. მათ მიერ წამოყენებული ინიციატივები შეეხებოდა, როგორც განათლებისა და დასაქმების საკითხებს, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content