ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და 2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ჭარნალისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ახალსოფლის ცენტრში, მრავალბინიან სახლებთან საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდება ფერადი ფილებით, დაიგება ბუნებრივ საფარიანი მინდორი, მოეწყობა ფანჩატური, გარე განათება, სპორტული და ბავშთა გასართობი ატრაქციონები.
სოფელი ფერიაში კი, საცხოვრებელ სახლთან შიდა სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რადგან მსგავსი ტიპის პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეწყერული საფრთხის შემცირებასა და პრევენციაში.
სამუშაოები მერთან ერთად მოინახულეს, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content