დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბიუჯეტის პროექტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ტარიელ ნაკაშიძემ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მედიას და დაინტერესებულ პირებს წარუდგინეს.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ესწრებოდნენ.
2026 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 6 097 238 მლნლარით გაიზარდა და 71 846 906 მლნ ლარი შეადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტში, მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და განათლების მეტად ხელშეწყობა იქნება.
შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა და ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.















