ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 29 მარტს ,12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 – საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.განკარგულების პროექტი- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 2024წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ომარ დუმბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მ/ შემსრულებელი.
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 თებერვლის Nგ-129.129240582 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი
3.განკარგულების პროექტი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი
4.სხვადასხვა


