ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 72 591 434 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 29 100 000 ლარი.
2026 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდება:
• 2 სოციალური სახლის მშენებლობა
• 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა
• 80 ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობა
• 2 სამანქანე ხიდის მოწყობა
• 7 წყალმომარაგების პროექტი
• 3 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია
• 4 საზოგადოებრივი სკვერისა და ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა
• 13 მიმართულებით შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია
• 6 მიმართულებით გარე განათების პროექტი
➡️ აღნიშნული პროექტების დაგეგმვა განხორციელდა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, რაც მიზნად ისახავს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

