ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე სოფლის ექიმებს შეხვდა და სამინისტროს 2026 წლის პროგრამები გააცნო.
საინფორმაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 2026 წელს დაფინანსება 7 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 87 მილიონ ლარს მიაღწია.
შესაბამისად, გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების დაფინანსებაც და აღნიშნულ მიმართულებაზე წლის განმავლობაში 75 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე, მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სოფლის ექიმები.






