1 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 11:30 საათიდან დაიწყება.
🥳 გეპატიჟებით ყველაზე საბავშვო, ფერად, მუსიკალურ ღონისძიებაზე, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა:
🎵საბავშვო სტუდია ,,ჰარმონიას” კონცერტი
🎈🥳აქტივობები საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით
🎤 ცოცხალი მუსიკა
🥳 მხიარული გათამაშებები
🪁 ფესტივალისთვის სპეციალურად დამზადებული ლამაზი დეკორაციები და ინსტალაციები
🖼 ,,ჩემი უფლება” საბავშვო ნახატების გამოფენა, რომელშიც 100-მდე სოფლად მცხოვრები ბავშვი მონაწილებს
🎡 სახეზე ხატვა
🍦ნაყინი
🗯 დასწრება თავისუფალია 🥳

