26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
🇬🇪26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
🇬🇪ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღე, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ჩატარდა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე დაესწრო.
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა, მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, სპორტსმენები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალები. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფოტო გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სპორტული ტურნირები.
🇬🇪მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
🇬🇪ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მაყურებლები ესწრებოდნენ.
🇬🇪აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა კონცეფციით – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“.
#26მაისი #ესდღეჩვენია 🇬🇪
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content