ლეგენდარული ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა.

ლეგენდარული ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ლეგენდარული ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა.
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დარბაზში, წარმოდგენილი იყო სპეციალურად შედგენილი საკონცერტო პროგრამა სახელწოდებით: „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“, რომელიც მოიცავდა მრავალი თაობისთვის საყვარელ კომპოზიციებს, გასული საუკუნის ქართული კინოს კლასიკად ქცეული ფილმებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ქართული კინომუსიკის პოპულარიზაცია, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა თაობისთვის.
ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, კიდევ ერთხელ აჩვენა მსმენელს საკუთარი უნიკალურობა. შესრულებული მუსიკალური ნომრები არა მხოლოდ სასიამოვნო მოსასმენი იყო, არამედ აღძრავდა ძველ მოგონებებსა და ემოციებს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content