სოფელ სალიბაურში სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, სალიბაურში მიმდინარე სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ყურადღება გამახვილდა სამშენებლო პროცესის მიმდინარეობაზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და პროექტით გათვალისწინებული ვადების დაცვაზე.
ამ ეტაპზე უკვე აშენებულია შენობის სამი სართული. პროექტის მიხედვით, სოციალური სახლი 9-სართულიანი იქნება და 114 საცხოვრებელ ბინას მოიცავს.
სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სოციალური სახლების მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან აღნიშნული პროექტები მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content