სოფელ ზედა ჭარნალში სკვერის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა. განახლებული სივრცე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დაათვალიერა.
მერი ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტების ფარგლებში, სკვერში განთავსდა მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების ქსელი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს სოფელში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსახლეობისათვის თანამედროვე, საზოგადოებრივი სივრცის შექმნას.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.















