ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეთა მიღება გამართა.
შეხვედრის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების დასახვა წარმოადგენდა. მოქალაქეებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურული, სოციალური საჭიროებებისა და ჯანდაცვის მიმართულებით პრობლემურ საკითხებზე. მერმა მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ და მოგვარების გზები განიხილა.
მოქალაქეებთან შეხვედრას, მერის მოადგილეები და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



















