ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, შარაბიძეებისა და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მერმა, სოფელ ერგეში მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები მოინახულა და სოფელ ზედა თხილნარში საცხოვრებელ სახლთან დასრულებული გაბიონი.
სოფელ მახოში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან, ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მეწყერსაშიში ზონების პრევენციის მიზნით ხორციელდება.
სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ასევე საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.










