მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივი მიაგეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ფოტო გამოფენა და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
















