ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, ახალშენისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სოფელ ახალშენში მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ წინსვალაში საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული პროექტების განხორციელება ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, ასევე საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკვშირებით სამზადისი, ტურისტული ლოკციების სეზონისთვის მომზადება, სარფის პლაჟის, ტურისტული ლოკაციების, სკვერებისა და ცენტრების ყოველდღიურ რეჟიმში მოწესრიგება – დასუფთავება, მიმდინარე პროექტების მონიტორინგი, სახოლხო დღესასწაულების დროულად ორგანიზება და მომზადება, 2026 -2037 განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის სრულყოფა და საბოლოო ვარიანტის გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის. აგრეთვე სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
შეხვედრის დასასრულს მერმა კონკრეტული დავალებები გასცა სამუშაოების ხარისხიანად და ვადებში შესრულების მიზნით
პროექტის „სუფთა ხელვაჩაური – ჩემი პასუხისმგებლობაა“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი პროექტის „სუფთა ხელვაჩაური – ჩემი პასუხისმგებლობაა“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოზე ზრუნვის კულტურის პოპულარიზაცია. პროექტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჭარნალისა და თხილნარის საბავშვო ბაღებისა და სკოლების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა დასუფთავების აქცია ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
აქციაში მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, სკოლის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.

- კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
|---|





























