ქალაქ ბათუმში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ აუდიტებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები და საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს რომელიც ბათუმში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და აჭარისა და გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების, საკრებულოს და თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.
სტატისტიკურად 2022-2023 წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში 8 აუდიტი ჩატარდა და 73 რეკომენდაცია გაიცა. მათგან 44% შესრულებულია, ნაწილობრივ შესრულებულის სტატუსი აქვს 42%-ს და მიმდინარეა – 14%
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





