სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განიხილა თქვენი №4417 სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის გზის (მახოს ხიდი – გონიოს ხიდი) კმ 2+780 მონაკვეთზე ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებას.
გაცნობებთ, რომ სკრინინგის განცხადებაში დაზუსტებას საჭიროებს და წარმოდგენილი უნდა იყოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
„პროექტის აღწერის“ თავში მითითებულია, რომ საპროექტო ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მიმდებარედ არსებული ნაპირსამაგრი ნაგებობის გაგრძელებას, რომლის მოწყობაზეც შპს „ბონდი2009“-ზე გაცემულია სკრინინგის გადაწყვეტილება (ბრძანება №21/ს). აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი shp ფაილების გადამოწმებით, საპროექტო ნაპირსამაგრი ნაგებობის ბოლო ნაწილი (დაახლოებით 10 მეტრი) ფარავს შპს „ბონდი-2009“-ზე გაცემული სკრინინგის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნაპირდამცავი ნაგებობის საწყის მონაკვეთს. შესაბამისად, დაზუსტებას საჭიროებს საპროექტო ნაპირსამაგრი ნაგებობის shp ფაილები.
ამასთან „პროექტის აღწერის“ თავში მითითებულია, რომ „საპროექტო ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობამდე ამოღებული იქნება არსებული ნაგებობის ბეტონის ნარჩენები. ამოღებული გრუნტი და არსებული ბეტონის კედლის ნარჩენები დროებით დასაწყობდება საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, გზის გაყოლებაზე“. ვინაიდან, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის 9.13 ქვეპუნქტის თანახმად, სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (კერძოდ, დამბის, ჯებირის, მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა, დაზუსტებას საჭიროებს განცხადების წარმოდგენის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, თუ არსებულის რეკონსტრუქცია. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია არსებული ნაპირსამაგრი ნაგებობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, აღნიშნული საქმიანობა არ საჭიროებს სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებას; 11 ივნისი 2024 N 21/6068 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად სკრინინგისგადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ


