ბათუმის ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიება

ბათუმის ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიება

582 ოჯახი, მათ შორის, 800 ბავშვი, რომლებსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდათ ცხოვრება, დღეს 582 ახალ ბინას მიიღებს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს!

ბათუმის „ოცნების ქალაქში” მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი გამოხატულება, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ადამიანების მიმართ.

ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენ, ხელისუფლებას და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება.

რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამით არ სრულდება. დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ეს პროექტიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი სივრცით, რაზეც უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

ღონისძიების დასასრულს, მრავალშვილიან ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content