დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე წარდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესახებ ანგარიში.
წარდგენილი ანგარიშის თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსულობების დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 9 273 412 ლარს, ფაქტიურმა შემოსულობებმა კი შეადგინა 7 811 181 ლარი, შემოსავლების გეგმის შესრულება განისაზღვრა 84, 23%.
დღესვე სხდომაზე სოფელ სარფში, სარფის ცენტრში მდებარე კომერციულ ფართებზე საიჯარო საწყისი ქირის საფასური განისაზღვრა.



