ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის შტაბი გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის შტაბი გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის შტაბი გაიხსნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ტექნიკური ბაზა გააცნო და მავნებლის საპრევენციო ღონისძიებების 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნ.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მავნებლის საწინააღმდეგო ფერომონების განთავსება დაიწყეს.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით განხორციელდება, შემდეგი ეტაპია, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content