ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების“, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, შემოტანილი განცხადებების კომისიის წესით განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა.
საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით, „ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილ კომისიას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, განიხილეს 8 აპრილის ჩათვლით შემოსული განცხადებები, ჯამში 60 განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა 58 განცხადება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 252 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს, გარემონტებულ, სრულად ადაპტირებულ ბინას, კაპრეშუმისა და ერგეს მშენებარე სოციალურ სახლებში.


