ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება ,,ქალები საინტერესო ისტორიებით ხელვაჩაურიდან“. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი ქალბატონები და ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები მათი მოღვაწეობის შესახებ.
ქალბატონებმა საკუთარი თავი და ცხოვრება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვას და მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნეს. მათი ისტორია მომავალი თაობებისთვის უდიდესი მოტივაცია და სტიმულია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მარიკა გვიანიძემ თავიანთი მოღვაწეობით დამსახურებული და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ქალბატონები დააჯილდოვეს, თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები.







