ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა 2024 წლის 28 მარტს, 14:30 საათზე გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები;
დღის წესრიგი
1.„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 07-თებერვლის №16” ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: გურანდა დოლიძე
2.„აწარმოე საქართველო“-ში სააგენტოს აჭარის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლების მიერ, საკონსულტაციო ცენტრის სერვისების შესახებ, ინფორმაციის გაზიარება ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის.
მომხსენებელი: ნინო ჭილაია
თანამომხსენებელი:ირინა გიორგაძე
3.გენდერული თანასწორობის საბჭოს მეორე კვარტლის აქტუალური ღონისძიებების დაგეგმვა, საბჭოს წევრების ინიციატივების (წინადადების) მოსმენა და მათი საბჭოს კალენდარში შეტანა.
მომხსენებელი: გურანდა დოლიძე



