,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, შეხვედრები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები თხილნარის, ჭარნალის, სარფის, კირნათის და შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეულის, სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ, პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრები, მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და მოქალაქეთა გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით პრიორიტეტების დაგეგმვას ითვალისწინებს.
შეხვედრები მიმდინარე წლის 12 მარტს დაიწყო და 19 მარტს დასრულდება.
#სოფლისბიუჯეტი
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024






