ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფორუმი ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართება
24 თებერვალი 12:00 -14:30 სთ, მის: ქალაქი ბათუმი, სასტუმრო ,,შერატონ ბათუმი”, ფორუმი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების, მოწვეული სტუმრების, შშმ პირთა მშობლების, არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
ფორუმზე მოწვეულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პრეზენტაციებს წარადგენს ბათუმის შოტა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი”ს დარგის სპეციალისტები.
მუნიციპალური პროგრამების განხილვა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

