თბილისში, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანია იდეების გაცვლა, სიღრმისეული დისკუსიებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, ის ეხებოდა აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.
ფორუმს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, საკრებულოს წევრი და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





